2023 წელს 151 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა
2023 წელს 151 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. ამის შესახებ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გასულ წელს სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლის მიზნით, მეწარმის საქმიანობის შემოწმების მოთხოვნით, სააგენტომ სასამართლოებს შუამდგომლობით მიმართა 433 შემთხვევაში. აქედან, დაკმაყოფილდა 430 შემთხვევა, ხოლო განუხილველად დარჩა - 3 შემთხვევა (მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე).

„2023 წლის განმავლობაში, 130 შემთხვევაში დასრულდა პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა, აქედან სააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ განხილულია 68 შემთხვევა და შედეგად დადგა 151 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი,“- აღნიშნულია ანგარიშში.

Mənbə: BPN

Print ელ. ფოსტა
თეგები: მედიცინა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები