საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა გაიმარჯვა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე
მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვეს ოქროს მედალი შერეულ წყვილებში 10 მეტრზე პნევმატიკური იარაღიდან სროლაში. ქართველმა მსროლელებმა ფინალში დაამარცხეს გერმანელი წყვილი ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი ანგარიშით – 17:15.
შერეულ წყვილებში 10 მეტრზე პნევმატიკური იარაღიდან სროლაში მონაწილეობას იღებდა მეორე ქართული წყვილიც (მარიამ აბრამიშვილი და იოანე ხვარეშია), რომელიც პლეი-ოფის ოთხეულში ვერ მოხვდა და 561 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები