2025 წლის აშშ-ის ბიუჯეტის თანახმად, საქართველოსთვის დახმარება 8 მლნ დოლარით მცირდება
სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ გამოაქვეყნა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისთვის 80 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული.
დოკუმენტში საუბარია, რომ ეს ქვეყანას დაეხმარება დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე, ევროატლანტიკურ წინსვლაში და ხელს შეუწყობს საქართველოს მედეგობის გაძლიერებას მავნე გავლენების წინააღმდეგ.

შემოთავაზებული პროექტის თანახმად, ეს ფულადი დახმარება დაეხმარება ინსტიტუციურ შემოწმებებს და დააბალანსებს კანონის უზენაესობას, ასევე, ხელს შეუწყობს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, წინ წაიწიონ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხრივ, გააძლიერებს დამოუკიდებელ, სანდო, დაბალანსებულ მედიაზე წვდომას, ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თანახმად, საქართველოსთვის 88 მილიონი აშშ დოლარი იყო გამოყოფილი.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები