საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მესამედზე მეტით
შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წელს ქვეყანამ უცხოეთში 402,729 მლნ
დოლარის (28 868 ერთეული) მანქანა იყიდა, წელს ეს მაჩვენებელი 258,122
მლნ დოლარამდე (17 515 ერთეული) შემცირდა.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, მცირედით, დაახლოებით, 10%-ით
გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი. ძირითადი საექსპორტო ქვეყნები კი
ყირგიზეთი და ყაზახეთი იყო.
top-5 ქვეყანა, სადაც 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან
ავტომობილები გადის:
- ყირგიზეთი – 122,256 მლნ დოლარი (3 345
ერთეული)
- ყაზახეთი – 76,388 მლნ დოლარი (5 657
ერთეული)
- აზერბაიჯანი – 37,075 მლნ დოლარი (1 750
ერთეული)
- სომხეთი – 15,695 მლნ დოლარი (1 002
ერთეული)
- ტაჯიკეთი – 3,652 მლნ დოლარი (236 ერთეული)
top-5 ქვეყანა, საიდანაც 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში
ავტომობილები შემოვიდა:
- აშშ – 151,167 მლნ დოლარი (12 128 ერთეული)
- იაპონია – 33,417 მლნ დოლარი (2 004
ერთეული)
- გერმანია – 31,141 მლნ დოლარი (1 083
ერთეული)
- კორეის რესპუბლიკა – 6,515 მლნ დოლარი (395
ერთეული)
- ჩინეთი – 5,212 მლნ დოლარი (384 ერთეული)