გორში ახალგაზრდა კაცი ხელის ტრაქტორმა ჩაითრია. შემთხვევის შედეგად
კაცი გარდაიცვალა - ინფორმაციას რეგიონული მედია მოზაიკა ავრცელებს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება
დაწყებულია სსკ-ს 240-ე მუხლით, რაც სამუშაოების წარმოებისას
უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.