პარლამენტს განსახილველად წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვით, რელიგიური უმცირესობების მქონე ადამიანებს საკუთარ რელიგიურ დღესასწაულებზე დასვენების შესაძლებლობა მიეცემათ
პარლამენტს განსახილველად წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვით, რელიგიური უმცირესობების მქონე ადამიანებს საკუთარ რელიგიურ დღესასწაულებზე დასვენების შესაძლებლობა მიეცემათ.

“შრომის კოდექსსა“ და მასთან ერთად, პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ მოამზადა.

ნაკაიძის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, დასაქმებულს უფლება აქვს “შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, საკუთარი რელიგიური დღესასწაულის (გარდა, მართლმადიდებლური დღესასწაულებისა) აღსანიშნად წელიწადში დამატებით ორი უქმე დღით ისარგებლოს.

რაც შეეხება რეგლამენტში შეთავაზებულ ცვლილებებს, სხვა აღმსარებლობის მქონე პარლამენტის წევრებს, რომლებიც სხდომებს საკუთარი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნის გამო გააცდენენ, გაცდენა საპატიოდ ჩაეთვლებათ და ანაზღაურების 10% არ დაუკავდებათ.

კანონის პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები