თბილისში პარკირებაზე 2 თვეში 2,9 მლნ ლარის ჯარიმა გამოწერეს
თბილისში პარკირებაზე ორ თვეში 2,9 მლნ ლარის ჯარიმა დაიწერა.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 2 931 627 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 2 292 560 ლარი.

ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-თებერვალში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 34,506 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 2 თვეში - 33,791 მლნ ლარი.

ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები