რა დრო სჭირდება თბილისში სახლიდან სამსახურამდე გადაადგილებას? - „თითო მგზავრი 692 კგ CO2-ს გამოიმუშავებს“
Numbeo-მ 202 ქალაქის მოძრაობის საშუალო დრო, მანძილი და ძირითადი სატრანსპორტო საშუალებების ინდექსი დაითვალა. ჩამონათვალში საქართველოს ქალაქებიდან მხოლოდ თბილისი მოხვდა. დედაქალაქის მოძრაობის ინდექსმა 145.7 შეადგინა და რეიტინგში 117-ე ადგილი დაიკავა.

როგორც კვლევის ავტორები წერენ, თბილისში ყოველი მგზავრი ყოველწლიურად სამსახურში ან სკოლაში გადაადგილების შედეგად დაახლოებით 692 კგ CO2-ს გამოიმუშავებს.

„ნახშირბადის ამ გამონაბოლქვის დასაბალანსებლად საჭიროა დაახლოებით 32 ხე თითო მგზავრზე საკმარისი ჟანგბადის წარმოებისთვის“, - აღნიშნულია კვლევაში.

თბილისში, სახლიდან სამსახურამდე ან სკოლამდე თითოეული მოქალაქე დღეში საშუალოდ 9.6 კმ-ის გავლას სხვადასხვა სატრანსპორტო დაახლოებით 40.66 წუთს ანდომებს. საშუალო დრო გადაადგილების სხვადასხვა საშუალების შემთხვევაში ასე გადანაწილდა: ფეხით სიარულისას საშუალო დრო თბილისში 48.33 წუთი (6.45 კმ-ზე.), მანქანით გადაადგილებისას 26.42 წუთი (9.85 კმ.), ავტობუსით - 47.47 წუთი (11.56 კმ.), ველოსიპედით - 9 წუთი (2 კმ.), ხოლო მეტროთი 54.07 წუთი (14.43 კმ.).

როგორც Numbeo-ს კვლევაში ვკითხულობთ, თბილისში, სამსახურში/სკოლაში გადაადგილების ძირითადი საშუალებებია: ავტომობილით (28.17%), ფეხით (25.35%), ავტობუსით (23.93%), მეტროთი (9.86%), ველოსიპედით (2.82%), გამოკითხულთა 9.86% კი სახლიდან მუშაობს.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები