აშშ-ში ხიდის ჩამონგრევის შემდეგ 6 პირს ეძებენ, რომლებიც სავარაუდოდ დაიღუპნენ
აშშ-ს მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი DALI ფრენსის სკოტ ქის სახელობის ხიდს 26 მარტს დაეჯახა და ჩამოანგრია.


ამ დროისთვის ბალტიმორის პორტში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მყვინთავები წყალში ჩაცვენილ ექვს მუშას ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, 6 პირი ხიდზე გზის სარემონტო სამუშაოს ასრულებდნენ, როდესაც გემი ხიდს დაეჯახა.

მერილენდის შტატის პოლიციამ და აშშ-ს სანაპირო დაცვის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ შემცირებული ხილვადობისა და ძლიერი დინებების ფონზე, სამაშველო სამუშაოების გაგრძელება ვეღარ მოხერხდა. შედეგად, წყალში მოხვედრიდან 18 საათის შემდეგ, მუშების ძებნა დროებით შეწყდა.

ოთხშაბათს ადგილობრივი დილით 6 საათზე კი პოლიციის პოლკოვნიკმა როლანდ ბატლერმა განაცხადა, რომ დაკარგული ექვსი პირის გადასარჩენად უფრო დეტალური ძებნის სამუშაოები განახლდა.

თუმცა, სანაპირო დაცვის მაღალჩინოსნის შენონ გილრეთის თქმით, "არ გვგონია, რომ ამ [დაკარგული] ინდივიდებიდან რომელიმეს ცოცხალს ვიპოვით".

მანამდე, მაშველებმა წყლიდან ორი მუშა ამოიყვანეს, რომლებიც ამავე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები