ევრო 2024-ის პერიოდში, საქართველოდან გერმანიაში კვირაში 30 პირდაპირი ფრენა შესრულდება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველო ევროპის ჩემპიონატს გერმანიის მიმართულებით გაზრდილი ფრენის სიხშირეებით ხვდება. კერძოდ, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, გერმანიის მიმართულებით დაახლოებით 30%-ით მეტი ფრენა შესრულდება, ვიდრე ეს იყო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ ეტაპზე ავიაკომპანიების მიერ წარდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოს და გერმანიას შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს 4 ავიაკომპანია, 8 მიმართულებით, კვირაში 30 სიხშირით.

Georgian Airways:

• თბილისი - მიუნხენი - თბილისი - 3 სიხშირე;

• თბილისი - ბერლინი - თბილისი - 2 სიხშირე კვირაში.

Wizz Air:

• ქუთაისი - ბერლინი - ქუთაისი - კვირაში 3 სიხშირე;

• ქუთაისი - დორტმუნდი - ქუთაისი - კვირაში 2 სიხშირე;

• ქუთაისი - მემინგემი - ქუთაისი - კვირაში 3 სიხშირე;

• ქუთაისი - ჰამბურგი - ქუთაისი - კვირაში 2 სიხშირე;

• ქუთაისი - ფრანკფურტი - ქუთაისი - კვირაში 2 სიხშირე.

Lufthansa:

• მიუნხენი - თბილისი - მიუნხენი - 10 სიხშირე კვირაში.

Eurowings:

• ბერლინი - თბილისი - ბერლინი - 1 სიხშირე კვირაში;

• დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფი - 2 სიხშირე კვირაში.

აღსანიშნავია, რომ გარდა პირდაპირი რეისებისა, გერმანიაში მოხვედრა სტამბოლის გავლითაც შეგიძლიათ. ორი ავიაკომპანია (Turkish Airlines და Pegasus Airlines) გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ფრენას ყოველდღე ასრულებს. ასევე შესაძლებელია ტრანზიტად სხვა ევროპული ქალაქები გამოიყენოთ.

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ითამაშებს.

გერმანიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მინიმუმ 3 მატჩს გამართავს. საქართველო პირველ მატჩს 18 ივნისს ქალაქ დორტმუნდში ვესტფალენშტადიონზე თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. 22 ივნისს ჰამბურგში ფოლკსპარკშტადიონზე ჩეხეთს შევხვდებით, დასკვნითი თამაში კი, 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიის წინააღმდეგ შედგება.

წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები