დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30
მარტიდან 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი
შემცირდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388
მარშრუტებზე იზრდება. პირველი ორი მარშრუტის შემთხვევაში, მოლოდინის
დრო შემცირდება 8 წუთამდე, N370-ზე - 15 წუთამდე, N381-ზე - 17
წუთამდე, ხოლო N388-ზე - 10 წუთამდე. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ,
რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი
ემსახურება, გამოთავისუფლებული რესურსი სწორედ იმ მარშრუტებზე
ნაწილდება, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვაა. ეს ის 12-მეტრიანი
ავტობუსებია, რომლებიც მანამდე N301, N302, N308-სა და N314-ზე
მოძრაობდნენ", - წერია მერიის განცხადებაში.
24 სხვადასხვა მარშრუტზე ავტობუსების დამატების პროცესი 23 მარტიდან
დაიწყო და 6 აპრილს დასრულდება.
თბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები შეიძინა,
საიდანაც 50 უკვე თბილისშია და მგზავრებს ემსახურება. ამ ეტაპზე,
18-მეტრიანი ავტობუსები N301, N302, N308 და N314 მარშრუტებზე
დადის.