პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს გენდერული კვოტირების გაუქმების
შესახებ კანონპროექტი.
საკითხს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 15-მა კი წინააღმდეგ მისცა
ხმა.
კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით იხილავენ, „გირჩის“
ინიციირებულია და საპარლამენტო უმრავლესობა უჭერს მხარს.
განხილვა ხმაურით, „გირჩის“ და უმრავლესობის სექსისტური და მიზოგინური
განცხადებების ფონზე ჩატარდა.
„გირჩის” კანონპროექტით, ცვლილება შედის საარჩევნო კოდექსში. პროექტი
სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ვალდებულებას
აუქმებს.
მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26
ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი
მაინც უნდა იყოს ქალი. ხოლო, 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და
2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის
წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს
ქალი.
კანონპროექტს მხარს არ უჭერენ ოპოზიციის ნაწილი და ქალთა უფლებებზე
მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები.