მარნეულის სკოლებში ექსტერნატის გამოცდები დასრულდა.
გამოცდაზე რეგისტრირებული 216 აპლიკანტიდან საგამოცდო ზღვარი 208
აპლიკანტმა გადალახა. როგორც რადიო "მარნეულს" რესურსცენტრის
წარმომადგენელმა, ნანა მოსიაშვილმა განუმარტა, საშუალო საფეხური
დაძლია 124-მა, საბაზო საფეხური გადალახა 24-მა, ხოლო დაწყებით
საფეხურზე ექსტერნის გამოცდა 60-მა ჩააბარა.
გამოდის, რომ ექსტერნის გამოცდები რეგისტრირებულთა უმრავლესობამ
ჩააბრა, ზღვარი ვერ დაძლია 8 აპლიკანტმა.
მარნეულის სკოლებში გამოცდა I-XII კლასების პროგრამის ექსტერნის
ფორმის დაძლევის მსურველთათვის წელს 18-29 მარტის ჩათვლით
გაგრძელდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდაზე
გასვლის უფლება პირს იმ შემთხვევაში ჰქონდა, თუ მისი ასაკი
შეესაბამებამებოდა ან აღემატებოდა ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის
მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და დაძლეული ჰქონდა წინმსწრები კლასის
საგანმანათლებლო პროგრამა.