საელჩო: აშშ მხარს უჭერს ყველა ქართველის ძალისხმევას ქვეყნის EU-სკენ მისწრაფებების წინ წასაწევად
ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი რობინ დანიგანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელობას შეხვდა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, დემოკრატიისა და თანასწორობის ადვოკატირებაში მათი საქმიანობის შესახებ მოისმინა.
საელჩოს განცხადებით, საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე.

„ელჩი დანიგანი შეხვდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელობას და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, დემოკრატიისა და თანასწორობის ადვოკატირებაში მათი საქმიანობის შესახებ მოისმინა.

საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველა ქართველის ძალისხმევას ქვეყნის ევროკავშირისკენ მისწრაფებების წინ წასაწევად”,
– წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.

წყარო: პუბლიკა


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები