7 წლის მარნეულელ გოგოს მკურნალობისათვის მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდება
7 წლის მარნეულელ გოგოს მკურნალობისათვის მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდება.
მარნეულის სოფელ მოლაოღლუში მცხოვრები 7 წლის ელიფ მუსტაფაევა ცერებრალური დამბლითაა დაავადებული. თურქეთის ქალაქ სტამბოლში მკურნალობისათვის მას 25 000 ევრო ესაჭიროება. ინფორმაცია რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ელიფ მუსტაფაევას მამამ სეიდ მუსტაფაევმა მოგვაწოდა.

„საქართველოში იმკურნალა, მაგრამ შედეგი ვერ ვნახეთ. თურქეთში ჯერ არ წავსულვართ, მაგრამ ექიმები ამბობენ რომ იქ 45-50 პროცენტი იქნება შედეგი. ექიმები სტამბოლში 1 წლიანი მკურნალობისთვის 25 000 ევროს ითხოვენ“ - აცხადებს სედი მუსტაფაევი.

ელიფ მუსტაფაევას მხარასაჭერად საბანკო ანგარიშზე შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა ან აღნიშნულ ტელეფონის ნომერზე დაკავშირება.

GE27BG0000000162258238 - “საქართველოს ბანკი“

GE79TB7052845068100027 - თბს ბანკი

ანგარიშის მფლობელი აგილ იოლჩუევი

საკონტაქტო ნომერი - 558555150

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები