საქართველოში 860 918 ადამიანს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია
საქართველოში 860 918 ადამიანს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია. ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პარლამენტის წევრის თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა.

კერძოდ, სააგენტოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც 2024 წლის 18 მარტის მდგომარეობით, არ ფლობენ არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს არც ელექტრონულ პირადობის მოწმობას და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას, ჯამში, 860 918-ია. აქედან, 691 387 არასრულწლოვანი, ხოლო 169 531 სრულწლოვანი პირია.

ამასთან, სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის 18 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ჯამში 3 138 447 მოქალაქეს აქვს აქტიური პირადობის ელექტრონული მოწმობა, 402 347 პირი კი ფლობს საქართველოს მოქალაქის პასპორტს და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი არ გააჩნია. გარდა ამისა, უწყების ცნობით, საქართველოს 210 153 მოქალაქეს აქვს არაელექტრონული პირადობის მოწმობა და ისინი არ ფლობენ საქართველოს მოქალაქის პასპორტს.

წყარო: BPN


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები