„ქართული ოცნების“ რუსულ კანონზე დეზინფორმაციული პლაკატები მარნეულის ქუჩებში გააკრეს
რამდეინემ დღეა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ რუსული კანონის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება აქტიურად დაიწყეს. რუსული კანონის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ მარნეულელი საჯარო მოხელეები და მერიაში, საკრებულოსა და მუნიციპალურ კომპანიებში დასაქმებული მოხელეები. ფეისბუქმა საჯარო მოხელეებისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ გამოქვეყნებული ქარდები ცრუ ინფორმაციად მონიშნა.

დღეს, 8 აპრილს, მარნეულის ქუჩებში გამოჩნდა ის პლაკატები, რომლებიც ფეისბუქმა მცდარ ინფორმაციად მონიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად აზიარებდნენ საკუთარ გვერდებზე. დეზინფორმაციული პლაკატები ქალაქ მარნეულში თითქმის ყველა გარე განათების ბოძზე, გაჩერებებსა და მშენებარე კორპუსების ღობეებზეა გამოკრული.


აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციული პლაკატები მხოლოდ ქართულ ენაზე ვრცელდება და ის ეთნიკური უმცირესობების ენებზე არაა თარგმნილი.



„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები