რუსული კანონის გულშემატკივრები მარნეულის თვითმმართველობაში
"მეტი გამჭვირვალობა" - ამ ფრაზას სოციალურ ქსელებში ე.წ რუსული კანონის გასამართლებლად მარნეულის საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი იყენებს. მარნეულის მერიასა და საკრებულოში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა აზიარებს ქარდებს, რომელიც მმართელი პარტიის მიერ პარლამენტში დაინიცირებული კანონპოროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გამართლებას და დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.

შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული ადამიანების სამუშაო ვალდებულებებს ახალი ფუნქცია/მოვალეობები დაემატა და ეს ფეისბუქის პლატფორმებზე ქარდების დღეში რამდენჯერმე გაზიარებით გამოიხატება.

პოსტერებს აზიარებენ მარნეულის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის მერი, კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და მათი მხარდამჭერები. ფეისბუქმა მათ მიერ გავრცელებული რამდენიმე ინფორმაცია სიყალბედ მიიჩნია და პოსტები, ცრუ ინფორმაციად მონიშნა.

დეზინფორმაციას მარნეულის მერიასა და საკრებულოში დასაქმებული შემდეგი პირები ავრცელებენ: (მონაცემები შესაძლოა არ წარმოადგენდეს სრულ სურათს)




კენან ომაროვი - მარნეულის მერი 
ლარისა გელაშვილი - მერიის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი


ეკატერინე ერაძე - საკრებულოს პიარი
ბაჩო მუმლაძე - საკრებულოს თანამშრომელი



დავით ჭიკაძე - მერიის პიარი
ამირან გიორგაძე - საკრებულოს თავმჯდომარე




ბესო გელენიძე - საკრებულოს წევრი
ანი ახობაძე - საკრებულოს აპარატის თანამშრომელი


გივი გიორგაძე - საკრებულოს წევრი
ბელა გაბოძე - მერიის საქმისწარმოების განყოფილების თანამშრომელი



გოდერძი ბახტურიძე - საკრებულოს აპარატის თანამშრომელი

ია ესებუა - საკრებულოს საზოგადოებასთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის და გენდერული საკითხების განყოფილების უფროსი
კაკო შუბითიძე - მერის წარმომადგენელი წერეთლის თემში


კობა ჩხიტუნიძე - მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
დათო დავაძე - მერიის თანამშრომელი


ნინო დეკანოიძე - მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი
ქამრან კირიაკოვი - მარნეულის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი


ნიკა კუსიანი - საკრებულოს აპარატის თანამშრომელი
რიმა ოთარაშვილი - მარნეულის "ქალთა ოთახის" ხელმძღვანელი


შორენა კრაველიძე - მერიის სოციალურ სამსახურში დასაქმებული
თათია ჩაჩანიძე - საკრებულოს აპარატში დასაქმებუ
ლი

თემურ შუბითიძე - მარნეულის მერის მოადგილე
თორნიკე მთვარელიძე - მარნეულის ზედამხედველობს სამსახურში დასაქმებული


ვუგარ გადიმოვი - მარნეულის მერიაში დასაქმებული
ზურა ფანგანი - მარნეულის მერის მოადგილე


მარი გოგრიჭიანი - მარნეულის საკრებულოს აპარატში დასაქმებული
მაია ბაირამოვა - ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტი


რიჩარდ გიგანი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
შოთიკო ბოჭოიძე - საკრებულოს აპარატში დასაქმებული


თურალ ისმაილოვი - მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი
ელგუჯა კუპატაძე - განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი



ირმა ზარქუა - მარნეულის მერის თანაშემწე
მაკა დარბაიძე - საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების უფროსი


ნინო ბერიძე - მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსი
ნინო ხარაიშვილი - მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომელი


აგილ ამირჯანოვი - მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
ადილ ალიევი - მარნეულის საკრებულოს წევრი


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები