საქართველოს რომელ რეგიონში რა ფართობის სასოფლო დანიშნულების მიწაა სახელმწიფოს საკუთრებაში
საქართველოში ყველაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონშია. ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ პარლამენტის წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული.

სააგენტოს ცნობით, საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობები რეგიონების მიხედვით, ასე გამოიყურება:
  • კახეთი - 266 706 ჰექტარი;
  • ქვემო ქართლი - 130 189 ჰექტარი;
  • შიდა ქართლი - 62 064 ჰექტარი;
  • სამცხე-ჯავახეთი - 272 945 ჰექტარი;
  • მცხეთა-მთიანეთი - 126 402 ჰექტარი;
  • იმერეთი - 74 558 ჰექტარი;
  • რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 108 579 ჰექტარი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 103 645 ჰექტარი;
  • გურია - 17 415 ჰექტარი;
  • აჭარა - 20 528 ჰექტარი.
„აქვე გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი მონაცემები მათ შორის მოიცავს, როგორც საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთებს, რომლებიც "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით არ ექვემდებარება პრივატიზებას, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებს.

ამასთან, გაცნობებთ, რომ არსებული ინფორმაცია არის ცვალებადი, ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაციის პროექტი,“
- ნათქვამია ქონების სააგენტოს მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში.

წყარო: BPN

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები