ქართული ოქროს საექსპორტო ფასი გაიზარდა - სად ვყიდით
მსოფლიოში ოქროს ფასი რეკორდულ მაჩვენებელზეა. წლის დასაწყისიდან დღემდე ერთი უცნია ოქრო თითქმის 300 დოლარით გაძვირდა და 2.300 დოლარს მიუახლოვდა. ამასთან, მიმდინარე კვირას ერთი კილოგრამი ძვირფასი ლითონის ფასმა 74 000 დოლარსაც კი გადააჭარბა, მაშინ, როცა წლის დასაწყისში 65 000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

მსოფლიოს ანალოგიურად, ძვირდება ქართული ოქროს საექსპორტო ფასიც (ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით).

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 14.021 მლნ დოლარის ღირებულების 0.44 ტონა ოქრო, კილოგრამის ფასმა საშუალოდ 31 866 დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 16.346 მლნ დოლარის 0.60 ტონა ოქრო გაიყიდა, კილოგრამი საშუალოდ 27 244 დოლარად. შედეგად გამოდის, რომ ქართული ოქროს ექსპორტი წელს თითქმის 17%-ით გაძვირდა.

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, ქართული ოქრო წელსაც, როგორს 2023-ში სამ ქვეყანაში - შვეიცარიაში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიყიდა. კერძოდ:
  • შვეიცარია - 13.154 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 728.49 ათასი დოლარი
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 138.82 ათასი დოლარი
წყარო: BPN

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები