პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს – პრეზიდენტის მდივანი რუსულ კანონზე
დღეს პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე, რუსული კანონის რეგისტრაცია მიმდინარეობს, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პრეზიდენტი აღნიშნული კანონს ვეტოს დაადებს.

"პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აღნიშნულ კანონზე ვეტოს დაადებს". - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, პრედენტის მდივანმა გიორგი მსხილაძემ.

"ყველამ იხილეთ რა რეაქცია მოყვა უმრავლესობის მხრიდან აღნიშნული კანონის ინიციირებას. ამას გამოეხმაურა, როგორც ევროკავშირი, ასევე ნატოს გენერალური მდივანი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ აღნიშნული კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ ბიუროზე, რომ აღნიშნული კანონი საერთოდ არ დარეგისტრირებულიყო და არ გატარებულიყო რეგისტრაციაში, რათა არ დაწყებულიყო აღნიშნული კანონის განხილვა კომიტეტებში და ზოგადად შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო, რომ აღნიშნული კანონი პარლამენტში აღარასდროს აღარ დაბრუნდებოდა".
- თქვა სალომე ზურაბიშვილის მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

წყარო: ტაბულა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები