რამადან ბაირამთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა
ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ ქართველი მუსლიმები დღეს რამადან ბაირამს აღნიშნავენ.
სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. მორწმუნეთა ნაწილმა ბაირამის ლოცვა მეჩეთის მიმდებარე ქუჩაზე შეასრულა.

მორწმუნეებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.

რამადანის მარხვის დროს მორწმუნეები 30 დღის განმავლობაში მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე უარს ამბობენ ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღებაზე.

ბაირამის დღეს მორწმუნეები ერთმანეთს დღესასწაულს ულოცავენ, უხვად გასცემენ მოწყალებას და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები