რუსთაველმა მოკრივემ რაჰიბა ისმაილოვამ საბერძნეთში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

რუსთაველმა მოკრივემ რაჰიბა ისმაილოვამ საბერძნეთში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ისმაილოვა აცხადებს, რომ უკვე 5-6 წელია კრივითაა დაკავებული და ბევრ ტურნირში მიუღია მონაწილეობა.

"როგორ გამიჩნდა სპორტისადმი ინტერესი არ მახსოვს. უბრალოდ, ჩემთვის მინდოდა დაკავება. მაგრამ დრომ აქამდე მომიყვანა. შარშან ნოემბერში ბუდვაში ჩატარებულ "U22 EUBC" ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. მერე ბათუმში, საქართველოს ჩემპიონატზე, პირველობა მოვიპოვე. ახლა კი საბერძნეთში ტურნირზე პირველი ადგილი დავიკავე. იმედია მომავალ შეჯიბრებზეც ასე გავაგრძელებ" - აცხადებს რაჰიბა ისმაილოვა.

რაჰიბა ისმაილოვა ამბობს რომ კრივში ვარჯიშის დაწყებიდან დღემდე ოჯახი მას მხარს უჭერს და სულ მის გვერდით არიან.

აღსანიშნავია, რომ რაჰიბა ისმაილოვამ საბერძნეთში ჩატარებულ კრივის საერთაშორისო ტურნირში 2024 წლის 28 მარტს გაიმარჯვა.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები