მელაძის თქმით, ტელევიზიასთან ჩასაფრებაზე შსს-ს რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია
„ტელეკომპანია პირველის“ მიერ გავრცელებული კადრებით და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, წუხელ უცხო პირები იყვნენ ჩასაფრებულნი, თუმცა შსს-ს რეგირება ამ დრომდე არ ჰქონია. „ჩვენ დავრეკეთ ჯერ შსს-ში, შემდეგ 112-ში. მთელი ღამე ველოდებოდით პატრულის მოსვლას, პატრული არ მოვიდა. ჩვენ ვაცნობეთ შსს-ს, რომ ნიღბიანი პირები 2 ჯიპით, რომლებსაც არ ჰქონდათ სახელმწიფო ნომრები და ჰქონდათ საეჭვო ტრანზიტული ნომრები,
ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ ჩასაფრებულები და ახორციელებდნენ ადევნებას და წარმოადგენდნენ მყისიერ საფრთხეს ჩვენთვის. მყისიერი საფრთხე ვის უნდა გაენეიტრალებინა? პოლიციას. არ მოვიდნენ გამოძახებაზე. 5 გამოძახებიდან 5-ვე დააიგნორეს.

ამით გომელაური ეუბნება მედიას, მოქალაქეს, ჟურნალისტს, რომ თუ შენზე თავდასასხმელად ვინმე მოვა და შენ დარეკავ პოლიციაში, მე შენთან არ მოვალ. ესაა პირდაპირი მტკიცებულება მინიმუმ თანამდებობის გულგრილობის“,
– განაცხადა მელაძემ.

სავარაუდო ჩასაფრების შესახებ დაწერა სოციალურ ქსელში „ნაბიჯის“ წევრმა ლაზარე ორდენიძემ და მანქანის ფოტოებიც გაავრცელა.

„ჩასაფრებაში იყვნენ მთელი დღე, თუმცა მარტო ვერ ჩამიგდეს ხელში. ჯამში სულ მცირე 7 ადამიანი იყო, 3 ეკიპაჟი „მუშაობდა“ ჩემს ხელში ჩასაგდებად“, – წერს ის.
ჩასაფრების შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა წუხელ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემაც.

მისი თქმით, მთელი გზა მოჰყვებოდა მანქანა, სახლთან კი დაახლოებით 4 ნიღბიანი პირი დახვდა, თუმცა ჯაფარიძეზე ფიზიკური თავდასხმა არ ყოფილა. ვიდეო თავად ზურაბ ჯაფარიძემ გადაიღო და გაავრცელა.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები