მარნეულელ გიორგი მუმლაძეს ნიღბიანი სახლთან მეორედ დახვდნენ.
ინფორმაციას მუმლაძე თავად ავეცელებს და წერს, რომ მისი სოფლის
შესავლელთან მანქანით 4 ნიღბიანი დახვდა. გიორგი ამბობს, რომ ის
მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა. მუმლაძეს გუშინ, 9 მაისს,
ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
“ჩემი ოჯახი მარტო ვერ დამიტოვია და გარეთ ვერ გამოვსულვარ.
ჩემი
შვილებისთვის ყველაფერზე წავალ” - ამბობს მუმლაძე ტელეკომპანია
პირველის ეთერში.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ოპოზიციონერებს თავს ესხმიან,
იგივე ფაქტები განხორციელდა სხვა რამდენიმე ადამიანზე.