ნავთობპროდუქტების ექსპორტი 1 თვეში 100%-ით გაიზარდა - როგორ შეიცვალა მარაგების მოცულობა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა თვეების მიხედვით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, ყველა კომპონენტი მზარდია, როგორც წარმოება, ასევე ექსპორტი, იმპორტი, შიდა მიწოდება და განსაკუთრებით დიდია მარაგების ზრდა.

კერძოდ 2021 წლის ივლისში წარმოებამ 1.3 ათასი ტონა შეადგინა აგვისტოში კი 4.3 ათასი ტონა. იმპორტი 11.9 ათასი ტონით გაიზარდა, თუ ივლისში საქართველოში 132,4 ათასი ტონა ნავთობი
და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, აგვისტოში მოცულობამ 144,3 ათასი ტონა შეადგინა.

ამასთან, ექსპორტი ივლისში 2.5 ათასი ტონა იყო, ხოლო აგვისტოში 5.0 ათასი ტონა.

გაზრდილია შიდა მიწოდებაც, რომელმაც ივლისში 132.2 ათასი ტონა შეადგინა აგვისტოში კი, 133.8 ათასი ტონა. ყველაზე შესამჩნევი კი, მარაგების ცვლილებაა -0.9-დან 9.8-მდე. აღსანიშნავია ისიც, რომ მარაგების ცვლილება იანვარში -10.4 ათასი ტონა იყო.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები