საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და აზერბაიჯანის
ენერგეტიკული სისტემის პერსპექტივებზე მემორანდუმი გაფორმდა.
18 დეკემბერს აზერბაიჯანში მყოფი "საქართველოს სახელმწიფო
ელექტროსისტემის" საბჭოს თავმჯდომარე დავით თვალაბეიშვილი
აზერბაიჯანის “Azerenerji”-ის დირექტორს ბაბა რზაევს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკული
სისტემის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ამავე დროს, მხარეებს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებზე და
330 კვ გადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით დისკუსიები
მიმდინარეობდა.