სიახლე
საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა
საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 18 მარტის განკარგულებაშია აღნიშნული.

კერძოდ, საუბარია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ,,მისო იმპერიალ კრედიტზე“. განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი. ლიკვიდატორად კი მამუკა ვარდიაშვილი დაინიშნა.

„ეს განკარგულება უნდა გაეგზავნოთ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში,“- აღნიშნულია განკარგულებაში.

როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის 21 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში 61 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, იანვარში - 65 მისო; ხოლო წინა წლის მარტში - 73 მისო ფუნქციონირებდა.

წყარო: BPN
FaceBook Twitter Google