მარნეულის 2020 წლის ბიუჯეტს საკრებულო დღეს 15:00 საათზე განიხილავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს Facebook გვერდზე გუშინ, 18 ნოემბერს, 15:23 საათზე  ბიუჯეტის საჯარო განხილვის შესახებ ინფრომაცია გამოქვეყნდა. 2020 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს, 19 ნოემბერს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 ბიუჯეტის პროექტი მარნეულის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე 15 ნოემბერს გამოქვეყნდა.

საკრებულოს აპარატი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვადლებულია გამოაქვეყნოს ინფრომაცია და მიაწოდოს მოსახლებას ბიუჯეტის პროექტი საჯარო განხილვებისათვის.

საკრებულოს აპარატი მოსახლეობასა და დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებულ კომენტარებისა და შენიშვნებს შესახებ, წერილობით ფორმით, არაუგვიანეს 25 ნოემბრამდე მიმართონ.



წერილი - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები, პროგრამები, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების ინდიკატორები 2020-2023 წლებისთვის

მარნეულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ და შ.პ.ს. 2020 წლის ბიუჯეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020-2023 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები