სიახლე
იპოთეკური სესხების სუბსიდირება დღეიდან შევა ძალაში
იპოთეკური სესხების ნაწილის სუბსიდირების გადაწყვეტილება დღეიდან შევა ძალაში.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, გადაწყვეტილება მშენებლობის სექტორის მიმართულებით დადგენილების სახით დღეს იქნება მიღებული.

„აქ მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული მოქალაქე, რომელიც იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძენს საცხოვრებელ ფართს წლის ბოლომდე, სახელმწიფო ნაწილობრივ უსუბსიდირებს იპოთეკურ სესხს 5 წლის განმავლობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც მისცემს ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას, რომ მიუხედავად ფინანსური კრიზისისა, შეიძინონ ქონება, რაც დაგეგმილი ჰქონდათ. გარდა ამისა, ეს ნაბიჯი მიმართულია მშენებლობის სტიმულირებისკენ და იმ 25 ათასი ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობისთვის, ვისაც უკვე აღებული აქვს იპოთეკური სესხი და ეს იქნება ასევე გარანტია იმისა, რომ არც ერთი მშენებლობა არ შეჩერდეს. ამაზე სახელმწიფო იზრუნებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა 28 მაისს წარადგინა. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იქნება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;


ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.

სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:

● სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით;
● გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
● გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
● გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.
● ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.
წყარო: ბმ
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია