ფერმერებმა "სოკარის" დიზელზე 5 მლნ ლარამდე დაზოგეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 6 ნოემბრის მონაცემებით, აგროდიზელით ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით,123,200-ზე მეტმა ბენეფიციარმა 32,000 ტონამდე მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო.

იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები ჯამურად, 5 მლნ ლარამდე დაზოგეს.

ორი კვირის წინ "სოკარის" აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებით 122,500-ზე მეტ ფერმერს 32,000 ტონამდე აგროდიზელი ჰქონდა განაღდებული, რომელთა ჯამური დანაზოგი 4.5 მლნ ლარზე მეტი იყო.

შეგახსენებთ, აგრობარათებისა და დიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება გამარტივებულია. 7 ივლისიდან აგრობარათისა და დიზელის ფასდაკლების ბარათის მისაღებად, ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ სხვა თანამესაკუთრეების წერილობითი თანხმობა უნდა წარმოადგინოს. თანხმობის შინაარსისა და ხელმოწერის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე. ბარათების მიღება შესაძლებელია ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის, ან ყველა თანამესაკუთრის გამოცხადდების შემთხვევებშიც.

აგროდიზლის ბარათების მისაღებად, ფერმერებმა, ბანკში მისვლამდე, პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე - myliberty.ge უნდა გადაამოწონ; ბანკში ვიზიტის დროს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

დიზელს შეღავათიან ფასში ფერმერებს "სოკარი" აწვდის. კომპანია აგროდიზელის პროგრამით კმაყოფილია. კომპანია ფერმერებს სპეც.პირობებს სთავაზობს და ამისთვის ბიუჯეტის ფული არ იხარჯება.

როგორ აღმოჩნდა "სოკარი" აგროდიზელის პროგრამაში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა. ლევან დავითაშვილის თქმით, სამინისტროს გამოცხადებულ ღია კონკურსში "სოკარმა" საუკეთესო პირობები დადო, რის გამოც სამინისტრომ მისი პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტა.

"სოკარის" ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერებისთვის სპეციალური წესები მოქმედებს.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები