ბიზნესისთვის გაზის ტარიფის გაძვირებით ირღვევა კონკურენციის პრინციპები - დამსაქმებელთა ასოციაცია
დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ლაბაძის შეფასებით, „თბილისი ენერჯის“ მიერ ბიზნესისთვის გაზის ტარიფის გაძვირება კონკურენციის პრინციპებს არღვევს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

„კონკურენციის პრინციპიცებია - მაგალითად, ვიცით, რომ ბიზნესების 50%-ზე მეტი თბილსიშია თამოყრილი. გამოდის რომ იმ ბიზნესებისთვის, ვინც ერთ სექტორშია თბილსში არსებულებს გაეზარდათ გაზის ტარიფი, რეგიოენბში კი არა. ესეც ნიუანსია“, - განმარტა ლაშა ლაბაძემ.

დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, სახელმწიფოს „თბილისი ენერჯის“ მიერ კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფის გაძვირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იცოდა.

რაც შეეხება რატომ და რამდენით გაიზარდა ეს ისეთი თემაა, რომ სახლემწიფოს უნდა სცოდნოდა.

კარგი იქნება სემეკის პოზიცია გამომდინარე იქიდან რომ მათ რეგულაციების მიხედვით ტარიფების გაზრდა და ამ კუთხით სხვადასხვა მანიპულაციები, მე მგონი, არ იქნებოდა მხოლოდ „თბილისი ენერჯის“ გადაწყვეტილება და ამაზე რა თქმა უნდა კომუნკაცია იქნებოდა. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელია და ამ შემთხვევაში სემეკის პოზიციას მნიშვნელოვანია“,
- განაცხადა ლაბაძემ.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები