აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა
აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,61%-ით, 2,21 აშშ დოლარით გაიზარდა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 86,88 აშშ დოლარი შეადგინა.

აზერბაიჯანის მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ნავთობის ფასს 50 აშშ დოლარის დონეზე ითვალისწინებს.

ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს - 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები