საკვები და სასმელი პროდუქტების ექსპორტი შემცირდა, იმპორტი გაიზარდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ ყველაზე დიდი მოცულობით
2022 წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკვები და სასმელი პროდუქტების ექსპორტი შემცირდა, იმპორტი - გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 თვეში ქვეყნიდან, 260,887 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 268,589 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება იმპორტს, 87.5 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, საქართველოში 387,166 მლნ აშშ დოლარის საკვები და სასმელი პროდუქტები შემოვიდა, წინა წლის 4 თვეში კი - 299,666 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ იმ საკვები და სასმელი პროდუქტების ათეულს, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა და გაყიდა საქართველომ.

2022 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტიებული ტოპ-10 პროდუქტი:
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 60,392 მლნ აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 38,358 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 29,016 მლნ აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 28,075 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალური და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 16,513 მლნ აშშ დოლარი
  • ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 7,839 მლნ აშშ დოლარი
  • ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები, თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების - 6,732 მლნ აშშ დოლარი
  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - 6,126 მლნ აშშ დოლარი
  • ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი - 4,869 მლნ აშშ დოლარი
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 4,726 მლნ აშშ დოლარი
2022 წლის 4 თვეში იმპორტირებული ტოპ-10 პროდუქტი:
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 24,323 მლნ აშშ დოლარი
  • მარგარინი - 24,059 მლნ აშშ დოლარი
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები -17,946 მლნ აშშ დოლარი
  • შაქარი - 17,156 მლნ აშშ დოლარი
  • ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის - 16,383 მლნ აშშ დოლარი
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 16,285 მლნ აშშ დოლარი
  • ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული - 13,950 მლნ აშშ დოლარი
  • ხორბალი და მესლინი - 13,547 მლნ აშშ დოლარი
  • ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები- 10,745 მლნ აშშ დოლარი
  • ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 10,369 მლნ აშშ დოლარი

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები