„საქალაქთაშორისო ტრანსპორტის 85% არ ცხადდება ტექინსპექტირებაზე“ – „დიდი ალბათობით, ეს არის გაუმართავი ავტოტრანსპორტი“
„საქალაქთაშორისო ტრანსპორტის 85% (მიკროავტობუსები და ავტობუსები) არ ცხადდება ტექინსპექტირებაზე. დიდი ალბათობით, ეს არის ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტი, კუსტარულად გადაკეთებული სატვირთო, მგზავრთა გადაყვანაზე პასუხისმგებელი“,- ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა რადიო "პალიტრისა“და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ჩვენ დღეს გვაქვს ის რეალობა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის (მიკროავტობუსები და ავტობუსები) 85% არ ცხადდება ტექინსპექტირებაზე. დიდი ალბათობით, ეს არის ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტი, კუსტარულად გადაკეთებული სატვირთო, მგზავრთა გადაყვანაზე პასუხისმგებელი... და, ალბათ, გაგახსენდებათ არაერთი ავტოკატასტროფა, ექსკურსიების სახელით, სადაც მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ის ტრანსპორტი თავის დროზე რომ მისულიყო ტექინსპექტირებაზე, აღმოაჩენდნენ ხარვეზს და ავირიდებდით ამ ტრაგედიებს. შეიძლება ყოველთვის ასე არ მოხდეს, მაგრამ თუ ტექნიკურ გაუმართაობაზე ვსაუბრობთ, ტექინსპექტირება არის პროცესი, სადაც დღეს 60 ლარად შეიძლება დადგინდეს ხარვეზი, რომლის აღმოფხვრაც გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს. შესაბამისად, ეს რატომ უნდა იყოს ცუდი?! სხვა კუთხით თუ შევხედავთ, საკმაოდ ლოიალური და კარგი ღინისძიებაა“, - განაცხადა დათვით მესხიშვილმა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები