წელს ტურიზმი 2019 წელთან შედარებით, მოლოდინზე მეტად, წამგებიანი იქნება – ტურისტული კომპანია
წელს ტურიზმი 2019 წელთან შედარებით, მოლოდინზე მეტად, წამგებიანი იქნება - ამის შესახებ ტურისტული კომპანიის, „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა. როგორც მამუკა კელაურიძემ პალიტრანიუსის გადაცემა „ბიზნეს პალიტრასთან“ საუბრისას, განაცხადა, რომ პანდემიის დასრულებასთან ერთად სექტორს მოლოდინები ძალიან დიდი ჰქონდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის გამო, 2022 წელი კომპანიისთვის 2019 წელთან შედარებით კიდევ უფრო წამგებიანი იქნება.

„ევროპიდან ტურისტების ნაკადის შემცირების პირველ მიზეზს საქართველოს მიმართულებით ავიაფრენების გაუქმება და განახევრება წარმოადგენს. შემდეგ კი, ფასების ზრდას საწვავზე, რაც გამოწვეულია გლობალური ფაქტორებიდან. კომპანია, ამ ეტაპზე, იძლებულია, შეინარჩუნოს ფასები, რათა ტურისტთა ნაკადი ნულს არ გაუტოლდს ,ეს კი გულისხმობს მომსახურების გაწევას თითქმის თვითღირებულების ოდენობით.

მე ვფიქრობ, რომ მომავალ წელს კომპანია ვეღარ შეძლებს იმავე ფასებით მუშაობის გაგრძელებას და ეს საკითხი დასავლურ პარტნიორ კომპანიებთან უკვე განხილული აქვს. ჩემი პროგნოზით, დასავლეთიდან ტურისტთა ნაკადის კლების პარალელურად, აღმოსავლეთიდან ეს ნაკადი მზარდია და სექტორს მოუწევს, გადაეწყოს ამ მიმართულებაზე“,
- აღნიშნა მამუკა კერაულიძემ

ცნობისათვის, ოფიციალური სტატისტიკით 2022 წლის 6 თვეში საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1 209 272 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 186.3%-ით მეტია.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები