ფეხსაცმელების "მკურნალი ექიმი" - მეწაღე თაბრიზ ალიევი
თაბრიზ ალევი 21 წლის იყო, როდესაც ოჯახის სარჩენად მარნეულის ბაზარში პატარა ოთახი იქირავა და ფეხსაცმელების შეკეთება დაიწყო. დაწებება, დაკერვა, გალაქვა, ქუსლების შეცვლაა, ძირების განახლება. ქუსლიანი, სპორტული თუ კლასიკური ფეხსაცმელი - 25 წლიანმა პრაქტიკამ ბევრი ისტორია დაუგროვა. პატარა ოთახში, სუსტი განათებით ბევრ ფეხსაცმელი აწყვია, ისეთიც კი, რომელიც 20 წლის წინ მოიტანეს შესაკეთებლად და დღემდე არ წაუღიათ.

ნებისმერი პროფესია დასაწყისში გერთულება. 25 წელია ვმუშაობ და ახლა, რა თქმა უნდა, სირთულეს არ წარმოადგენს ჩემთვის“

თაბრიზი ამბობს, რომ ადრე უფრო პოპულარული იყო ფეხსაცმლის მოვლა-შეკეთება, განახლება. ახლა კლიენტების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.

„მეორადი ფეხსაცმელი იაფად ჩამოაქვთ და იმას ყიდულობენ, მერე გადასაგდებად არ ენანებათ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ერთგული კლიენტები მყავს. მარნეულში მეწაღეები არც არიან. ერთი იყო გარდაიცვალა, მეორე პესნაზე გავიდა. მე და ჩემი ძმა დავრჩით

მეწაღეს თქმით, მოსახლეობა უფრო ხარისხიან ფეხსაცმელს ანიჭებს უპირატესობას. აღარ ყიდულობს უხარისხო „დერმანტინს“ .

„ჩემთან მოდიან ისეთები ვიცნ იცის, რომ ახლის ყიდვას ამის შეკეთება ბევრად იაფია და ფეხსაცმელიც უფრო დიდხანს მოემსახურება. ფეხსაცმელს უცნაური თვისება აქვს. თუ ტყავი აქვს კარგი, ძირი მალე ფუჭდება. თუ ძირი აქვს მყარი, ზედა ნაწილი ფუჭდება. ვისაც თავისი ფეხსაცმლის სტილის შენარჩუნება უნდა, მოდის“

მარნეულის მუნიციპალიტეტში წლებია გზების დაგების პროექტები ხორციელდება, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სოფლის შიდა გზაა მოუწესრიგებელია. ჩვენ ვკითხეთ თაბრიზს, რამდენად განსხვავდება სოფლად მცხოვრები ადამიანის ფეხსაცმელი ქალაქში მცოხვრებისგან

„ჩემთან მოდიან ადმაინები, ვინც სოფელში სტუმრად ჩამოდიან. მაგალითად აზერბაჯანიდან. მოდან მოაქვთ ფეხსაცმელი შესაკეთებლად და მეუბნებიან, რომ წლებია იცმევენ და სოფელში გატარებული ორი თვე ფეხსაცმელს მაშინვე ეტყობა“

ვინ უფრო ხშირად მოდის ფეხსაცმლის შესაკეთებლად?

„არ დამიჯერებთ, მაგრამ მდიდრები მოდიან უფრო ხშირად. ძვირიან ფეხსაცმელში 150-200 ლარს რომ აძლევენ გადასაგდები არ არის ასეთი ფეხსაცმელი. ოდნავ დაზიანებით მოაქვთ გასაკეთებლად“

თაბრიზი ბაზარში 90-იანი წლებიდან მუშაობს. მაშინ, როდესაც მოსახლებას არ ჰქონდა პენსია, სოციალური დახმარება არც ფეხსაცმლის შესაკეთებლად მოდიოდა. ახლა სიტუაცია ბევრად შეცვლილია. მცირედი შემოსავალიც რომ აქვთ შეუძლიათ მეწაღესთან ფეხსაცმლის მოწესრიგება.

ახლა დამხარებების და პენსიების მიღების პერიოდში ბაზარში ბევრი ხალხია, ეგრევე ვხვდებით რომ ხალხმა ფული მიიღო და მოდის ბაზარში ბავშვებისთვის საჭირო ნივთების საყიდლად. პროდუქტების და ასევე ჩემთანაც“

"მეწაღის მუშაობა სეზონურია" - ამბობს თაბრიზი. სექტემბრიდან ახალწლამდე 3-4 ფეხსაცმელს თუ შეაკეთებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები