ქუთაისის აეროპორტი აპრილში მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა — აეროპორტების გაერთიანება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არსებობის განმავლობაში ყველაზე მეტ მგზავრსა და რეისს მოემსახურა.

გაერთიანების ცნობით, 2023 წლის აპრილში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების ნაკადმა არსებობის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 81%-ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აპრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 122 410-მა მგზავრმა ისარგებლა (2019 წლის აპრილი — 67 530 მგზავრი).
  • მგზავრების ნაკადის გარდა, 2023 წლის აპრილში ქუთაისის საერთაშორისო
  • აეროპორტში ავიარეისების რაოდენობაც ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა.
  • აპრილის თვეში აეროპორტში რეისები 64%-ით გაიზარდა და 359 რეისს
  • მოემსახურა ( 2019 წლის აპრილი — 219 რეისი).
ოთხი თვის ჭრილში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 375 459 მგზავრსა და 1 213 რეისს მოემსახურა. მგზავრების ნაკადი 2019 წელთან შედარებით 67 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა – 62%-ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28
მიმართულებით ოპერირებს.

2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.

2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები