ბანანის იმპორტის მაჩვენებელი ყველა დროის მაქსიმუმზეა. სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის მონაცემებით,
2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 36 942 ტონა (31,291 მლნ აშშ
დოლარის) პროდუქტი შემოვიდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში (საგარეო
ვაჭრობის პორტალზე ამ პერიოდის მონაცემებია განთავსებული) ყველაზე
მაღალი მაჩვენებელია.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 11 თვეში ქვეყანაში 33 507
ტონა (25,660 მლნ აშშ დოლარი) ბანანის იმპორტი განხორციელდა,
2021
წელს 26 448 ტონა (17,395 მლნ აშშ დოლარი), 2020 წელს 24140 ტონა
(15,930 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.
ამასთან, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში იმპორტირებული პროდუქციის 97%
ეკვადორზე მოდის.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც
გასულ წელს ბანანის იმპორტი განხორციელდა:
- ეკვადორი - 35.940 ტონა (30,393 მლნ აშშ
დოლარი)
- თურქეთი - 580.5 ტონა (207.9 ათასი აშშ
დოლარი)
- აშშ - 262.6 ტონა (207.9 ათასი აშშ დოლარი)
- გერმანია - 155 ტონა (134.7 ათასი აშშ
დოლარი)
- ნიდერლანდები - 3.15 ტონა (10.3 ათასი აშშ
დოლარი)
გარდა ამისა, მცირე რაოდენობით შემოვიდა: საბერძნეთიდან, ნიგერიიდან
და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.