თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმზეა
თურქულმა ლირამ აშშ დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმზეა. ფორექსის საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობისას დოლარის კოტირებამ ისტორიაში პირველად 30 ლირას გადააჭარბა და 30,0082 ლირას მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ თურქული ლირის გაუფასურება რამდენიმე თვეა გრძელდება. 2023 წლის ბოლოს ვალუტის
კურსის ვარდნამ, დოლართან მიმართებით 60% შეადგინა.

29 დეკემბრის შემდეგ, ვაჭრობისას თურქულმა ლირამ ზედიზედ მეორედ განაახლა ისტორიული მინიმუმი და 1 დოლარი ჯერ 29,7 ლირად, შემდეგ კი 29,47 ლირად ივაჭრებოდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები