რა ეკრძალებათ 18 წლამდე მეზღვაურებს - მთავრობის დადგენილება
მთავრობამ გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი დაამტკიცა.

როგორც მთავრობის დადგენილებიდან ირკვევა, ამ წესების დაცვა სავალდებულო 2024 წლის 1-ლი ივლისიდან გახდება.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურისთვის აკრძალულია:
  • ბიჭებისათვის 10 კგ-ზე მეტი, ხოლო გოგონებისათვის 4 კგ-ზე მეტი წონის ტვირთის ან საგნების აწევა, გა
    დაადგილება ან გადატანა;
  • საქვაბეებში, ავზებსა და კოფერდამებში შესვლა;
  • ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედების ქვეშ სამუშაოს შესრულება;
  • ამწისა და სხვა ძალოვანი მექანიზმებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება ან ასეთი მექანიზმების/მოწყობილობების ოპერატორებისთვის მესიგნალის ფუნქციების შესრულება;
  • გემის მიბმასთან ან ღუზის ჩაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;
  • სატაკელაჟო სამუშაოების შესრულება;
  • არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში სიმაღლეზე ან გემბანზე მუშაობა;
  • ღამის ცვლაში ვახტის გაწევა;
  • ელექტრომოწყობილობების მომსახურება;
  • პოტენციურად მავნე ნივთიერებებთან ან ფიზიკურ აგენტებთან კონტაქტი, როგორებიცაა საშიში ან ტოქსიკური ნივთიერებები, ან მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
  • კამბუზის დანადგარების გასუფთავებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;
  • გემზე არსებული ნავების მოვლასთან ან მართვასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება.

Mənbə: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები