რკინიგზით ტვირთბრუნვა 179 მლნ აშშ დოლარით შემცირდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ
გასული წლის 11 თვეში რკინიგზით ტვირთბრუნვამ 1,235 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 179 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში რკინიგზით ვაჭრობამ 1,414 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში რკინიგზით გადაზიდული 1,235 მლრდ აშშ დოლარის ტვირთებიდან, 1,051 მლრდ აშშ დოლარი იმპორტზე, ხოლო 183,758 მლნ აშშ დოლარი ექსპორტზე
მოდის.

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის 11 თვეში, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია რუსეთი, რომელთანაც ტვირთბრუნვის მოცულობამ 742,426 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, შემდეგია აზერბაიჯანი - 107,145 მლნ აშშ დოლარით და სომხეთი - 81,257 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება ექსპორტს, ამავე საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან ყველაზე მეტი, 30,043 მლნ აშშ დოლარის ტვირთი გაიგზავნა აზერბაიჯანში, 12,350 მლნ აშშ დოლარის სომხეთში, ხოლო10,175 მლნ აშშ დოლარის - ბულგარეთში.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც გასული წლის იანვარ-ნოემბერში, რკინიგზის მეშვეობით, ყველაზე დიდი რაოდენობით გავყიდეთ და ვიყიდეთ.

ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 673,559 მლნ აშშ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 79,477 მლნ აშშ დოლარი
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 48,701 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები - 27,178 მლნ აშშ დოლარი
  • კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - 23,018 მლნ აშშ დოლარი
ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 71,783 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 22,202 მლნ აშშ დოლარი
  • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 20,688 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 12,244 მლნ აშშ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 10,175 მლნ აშშ დოლარი

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები