1.6 მილიონ აბონენტს ელექტროენერგიის ტარიფი წელსაც დაუსუბსიდირდება
მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფს დაასუბსიდირებს. კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წელს კვლავ გაგრძელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება.

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ბოლოს სემეკის გადაწყვეტილებით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა 3 თეთრით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სუბსიდია ძალაში
რჩება.

მინისტრის თქმით, 2024 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სარეიტინგო ქულების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგია 12,5 თეთრამდე დაუფინანსდებათ. აღნიშნული შეღავათით 250 000-მდე ოჯახი ისარგებლებს. რაც შეეხება აბონენტების რაოდენობას, შეღავათით დაახლოებით მილიონ 600 ათასი აბონენტი ისარგებლებს.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები