გასულ წელს 21,5 მლნ ლარის დაგროვებითი პენსია გაიცა - რამდენმა ადამიანმა ისარგებლა თანხით
გასულ წელს, დაგროვებითი პენსიის სახით ქვეყანაში 21,5 მლნ ლარი გაიცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

კერძოდ, სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 477 ათასი ადამიანია. წმინდა ამონაგებმა კი, 856.7 მილიონი ლარი
შეადგინა.

2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 7 095 პირმა, მათზე პენსიის სახით 21 557 544 ლარი გაიცა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები