რა ჯდება დენის, წყლის და გაზის ახალ აბონენტად რეგისტრაცია
საქართველოში დენის, წყლის და გაზის ახალ აბონენტად დარეგისტრირება მომხმარებელს 2 400-3 100 ლარი უჯდება. თანხის მოცულობა განსხვავებულია იმის მიხედვით, ახალი აბონენტი თვითმმართველ ქალაქში ხდები, თუ სხვა მუნიციპალიტეტში.

თუ წყლის ახალ აბონენტად რეგისტრაცია გსურთ, სასმელ წყალზე თვითმმართველ ქალაქებში 500 ლარის გადახდა მოგიწევთ, სხვა მუნიციპალიტეტებში კი - 400 ლარის. რაც შეეხება წყალარინების საფასურს, თვითმმართველ ქალაქებში 1000 ლარი ღირს,
ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში - 800 ლარი.

დენის ახალ ობიექტად მიერთების საფასური ყველგან ერთი და იგივეა და 800 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის აბონენტად რეგისტრაციას, თვითმმართველ ქალაქებში გადასახადი 800 ლარია, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ორჯერ ნაკლები ანუ 400 ლარი.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები