საქართველოდან რუსეთში 11 ათასამდე მოქალაქით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა
საქართველოდან რუსეთში 11 ათასამდე მოქალაქით მეტი გავიდა, ვიდრე იქიდან შემოვიდა. აღნიშნულს მოწმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

კერძოდ, უწყების ცნობით, გასული წლის მე-4 კვარტალში, რუსეთიდან საქართველოში 348 050 პირი შემოვიდა, ხოლო აქედან 359
030 პირი გავიდა.

შს სამინისტროს ცნობით, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს საზღვრის კვეთა სულ 4 609 381 -ჯერ განხორციელდა, აქედან 33% საქართველოს მოქალაქეების, ხოლო 67%- უცხოეთის მოქალაქეების მხრიდან განხორციელდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები