საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული 4.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო - „გალთ ენდ თაგარტი“
„გალთ ენდ თაგარტის“ შეფასებით, 2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული 4.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

„ჩვენი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 330 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (+21% წ/წ მიგრაციის ეფექტის გამორიცხვით). ჯამურად, 2023 წელს ტურიზმის შემოსავლებმა 4.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+19.2%
წ/წ).

ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+7% წ/წ) მიაღწევს, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო ვიზიტორების სრულად აღდგენას პანდემიამდელ დონესთან შედარებით,“- ნათქვამია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები