ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს
ქვეყნებს შორის მილიარდერების რიცხვის სხვაობა მუდმივად არათანაბარია. მაშინ, როცა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში მსოფლიოს მილიარდერთა უმეტესი ცხოვრობს, ბევრ ქვეყანას მხოლოდ რამდენიმე მილიარდერი ჰყავს, ზოგან კი ისინი საერთოდ არ არიან, მაგალითად, სომალიში, ერითრეასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მილიარდერები საერთოდ არ ცხოვრობენ.

ამა თუ იმ ქვეყანაში მილიარდერების რაოდენობა ძირითადად დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონესთან და შესაძლებლობებთან. მაგალითად, შეერთებული შტატები
ცნობილია თავისი სამეწარმეო სულისკვეთებითა და სარისკო კაპიტალის ხელმისაწვდომობით.

ამის საპირისპიროდ, სუსტი ეკონომიკისა და ნაკლები შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში ნაკლები რაოდენობის მილიარდერი ცხოვრობს, ეს აშკარაა აფრიკის შემთხვევაში, სადაც მთელ კონტინენტს 25 მილიარდერზე ნაკლები ჰყავს, ყველაზე მაღალი კონცენტრაციით ეგვიპტესა და სამხრეთ აფრიკაში.

დღესდღეობით მსოფლიოში 2 630 მილიარდერი ცხოვრობს და უმეტესი მათგანი ამერიკაში მოღვაწეობს.

ქვეყნების ტოპ-10-ეული, სადაც ყველაზე მეტი შეძლებული ადამიანი ცხოვრობს, ასე გამოიყურება:
  • 1. აშშ - 735
  • 2. ჩინეთი - 495
  • 3. ინდოეთი - 169
  • 4. გერმანია - 126
  • 5. რუსეთი - 105
  • 6. ჰონგ კონგი - 66
  • 7. იტალია - 64
  • 8. კანადა - 63
  • 9. ტაივანი - 52
  • 10. დიდი ბრიტანეთი - 52

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები