ვის ეკუთვნის მიკროსაფინანსოები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა
ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები: „კროს კრედიტი“ - 8 600 ლარით, ხოლო MJC - 10 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც სებ-ის განმარტებაშია აღნიშნული, MJC კანონის დარღვევის 5 ფაქტისთვის დაჯარიმდა, „კროს კრედიტი“ - 8 შემთხვევისთვის.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, MJC ოფიციალურად 2012 წლიდან არის რეგისტრირებული. მისი მფლობელი და დირექტორი მახარე ჯამრიშვილია.

რაც შეეხება „კროს კრედიტს“, 2017 წელს
დაფუძნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის 82% ეკუთვნის შპს „ჯი თი ვი ინვესთმენთს“, ხოლო 18% შპს „ტექნო ჯგუფს“.

თავის მხრივ, შპს „ჯი თი ვი ინვესთმენთის“ მესაკუთრე და დირექტორი გიორგი თავაძეა. შპს „ტექნო ჯგუფის“ 77%-ს ფლობს კიდევ ერთი შპს - „ეს მენეჯმენტი“, 20%-ს - ლევან ბერიძე, 3%-ს - არჩილ ლეჟავა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „ეს მენეჯმენტის“ 100%-იანი პაკეტი კი არჩილ ლეჟავას ეკუთვნის.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები