რომელია ყველაზე ძვირად ღირებული მანქანის სანომრე ნიშნები საქართველოში
ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის, იგივე სახელმწიფო სანომრე ნიშნის ფასები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ლათინური სიმბოლოებისა და ციფრების კომბინირება სურს მანქანის მეპატრონეს. გთავაზობთ, თუ რა ღირს მანქანის სანომრე ნიშნები საქართველოში.

თუ გინდათ, რომ თქვენს სანომრე ნიშანზე ოთხივე სიმბოლო და სამივე ციფრი ერთნაირი იყოს (მაგალითად AA-111-AA, BB-222-BB და ა.შ.), სულ 1000 ლარის გადახდა მოგიწევთ. მსგავსი კატეგორიის ნომრების ფასები კი შემდეგნაირია:
  • 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AA-111-AA), – 1000 ლარი;
  • 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (BB-002-BB), – 800 ლარი;
  • 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (CC-300-CC), – 600 ლარი;
თუ გსურთ, რომ სახელმწიფო ნომრის 4 ლათინური ასოდან 3 მათგანი, ხოლო 3 ციფრიდან სამივე, ან 2 მათგანი ერთნაირი იყოს, მოგიწევთ 800, 600, ან 400 ლარის გადახდა.
  • 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AB-444-AA), – 800 ლარი;
  • 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AB-005-AA), – 600 ლარი;
  • 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (AA-600-BA), – 400 ლარი;
ანალოგიური ფასები მოქმედებს ოთხ ლათინურ სიმბოლოში არსებულ ორ წყვილზე.
  • 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AB-777-AB), – 800 ლარი;
  • 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AA-008-BB), – 600 ლარი;
  • 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (BA-900-AB), – 400 ლარი;
როდესაც ლათინური წყვილისგან მხოლოდ ერთი წყვილი სურს მომხმარებელს, აქ ფასები შედარებით მცირდება და შემდეგნაირად ნაწილდება.
  • 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AA-111-BC), – 700 ლარი;
  • 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AC-002-BC), – 500 ლარი;
  • 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (AC-300-BB), – 300 ლარი;
ყველაზე იაფი კატეგორია მოიცავს ისეთ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს, სადაც ოთხი ლათინური ასოდან, ოთხივე განსხვავებულია.
  • 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AB-444-CD), – 250 ლარი;
  • 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AB-005-CD), – 200 ლარი;
  • 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (AB-600-CD), – 150 ლარი;
საბოლოოდ, თუ გსურთ, რომ თქვენი სახელმწიფო სანომრე ნიშანი შედგებოდეს ნებისმიერი ასოთა, ან ციფრთა კომბინაციისგან, მაგალითად - NIKA1, მოგიწევთ სულ რაღაც 10 000 ლარის გადახდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები